„როკეტსმა“ გასვლაზე „ნიქსი“ დაამარცხა, „უორიორსმა“ „თანდერს“ ერთი ქულით აჯობა
დღეს, გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორი მატჩი შედგა.
„ჰიუსტონ როკეტსმა“ გასვლაზე „ნიუ-იორკ ნიქსის“ სამი ქულით დამარცხება მოახერხა. საუკეთესო სტუმართა რიგებში ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. ყველაზე მეტი ქულა კი „ნიქსის“ ლდიერმა კარმელო ენტონიმ დააგროვა, როიმლის მონაგარმაც 45 ქულა შეადგინა.
„ნიუ-იორკ ნიქსი“ – „ჰიუსტონ როკეტსი“ – 106:109 (23:28, 29:25, 20:22, 34:34)
„ნიქსი“: ენტონი (45 ქ. 10 მ.), ბარნიანი (24 ქ.), სმიტი (15 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ფელტონი (8 ქ. 7 პ. 5 დ.), ჰარდუეი (8 ქ.)
„როკეტსი“: ჰარდენი (36 ქ. 9 მ 5 დ.), პარსონსი (22 ქ.), ლინი (11 ქ. 5 მ.), გარსია (8 ქ.), ჰოვარდი (7 ქ. 15 მ. 4 ბ. 5 მ.), ჯონსი (6 ქ. 8 მ.)
მეტად საინტერესო გამოდგა „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ დაპირისპირება, რომელშიც მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ქულით იმარჯვეს.
„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ – „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – 116:115 (32:33, 30:29, 33:24, 21:29)
„უორიორსი“: ტომპსონი (27 ქ. 5 მ. 3 ბ.), კარი (22 ქ. 5 მ. 9 პ.), ლი (20 ქ.), ბარნსი (16 ქ.), იგუოდალა (14 ქ. 9 პ.)
„თანდერი“: უესტბრუკი (31 ქ. 9 მ. 5 პ. 3 ჩ. 5 დ.), იბაკა (27 ქ. 13 მ. 3 ბ.), დურანტი (20 ქ. 7 მ. 8 პ. 5 დ.), ჯექსონი (12 ქ. 5 მ.), სეფოლოშა (9 ქ. 9 მ.), ლემბი (6 ქ.)