გამგეობა დადგენილების გამოტანამდე პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა
სანამ ფედერაციის გამგეობა დადგენილებას გამოიტანდა და საარჩევნო პროცედურებთან ერთად დელეგატთა სიას დაადგენდა, პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა. კალათურთის ეროვნულ ფედერაციაში ოთხივე კანდიდატი მოვიდა. გამგეობის წევრებისა და კანდიდატთა შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც გამგეობის სხდომა გაგრძელდა, შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა კი განცხადებები გააკეთეს:
მიხეილ ახვლედიანი:
“დელეგატთასიას დაამატეს გამგეობის წევრები, რაც, ჩემი აზრით,არადემოკრატიულია. თუ პროცესები ასე განვითარდა, შესაძლოა, ჩიხშიშევიდეთ. არ მომწონს ისიც, რომ დავუშვათ, საქართველოს ყველაზესახელოვან გუნდ თბილისის “დინამოსა” და მაგალითად, ფოთისსპორტსკოლას ერთნაირი რაოდენობის დელეგატი ეყოლება. გამგეობისწევრების ჩართვას კი, პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტამდე მივყავართ.ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ფედერაცია თავის თავზე აიღებს დათუ პროცესი ასე არადემოკრატიულად გაგრძელდა, ცუდ შედეგებს მივიღებთ.თავად კალათბურთელები და მწვრთნელები პროცესის უფრო დემოკრატიულხარისხს ითხოვენ. ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ვერაკონტროლებს კანონმდებლობას და პასუხისმგებლობას სპორტისსამინისტროსაც ვაკისრებ”.
მიხეილ გაბრიჩიძე:
“გარკვეული სახის პრეტენზია მეც გამოვთქვი. მაგალითად, ვეტერანებისთვისერთი ან ორი ხმის მიცემა არასაკმარისია. ჩემი აზრით, უნდა შედგესათკაციანი ჯგუფები, რომელთაც თითო დელეგატი მაინც უნდა აირჩიონ. თუპრეზიდენტი გავხდი, სწორედ ამ საკითხს გავუწევ ლობირებას. ახვლედიანიკლუბების მეტ წამომადგენლობას ითხოვს, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ასეთშემთხვევაში სახელმწიფო უფრო ჩაერევა ამ პროცესში. რადგან კლუბებისუმრავლესობას სწორედ სახელმწიფო აფინანსებს”.
კახა შენგელია:
“ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ. პირადად მე, ფედერაციისადმილოიალობაში დამდეს ბრალი, რასაც კატეგორიულად არ ვიზიარებ.ჯერჯერობით, ახალ ვარიანტზე ვერ შევჯერდით და საბოლოოგადაწყვეტილებას გამგეობა მიიღებს. ჩემი აზრითაც, საკალათბურთო სამყაროპროცესებში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ამის საშუალებამიეცეს”.
ვლადიმერ ბოისა:
“მე ვემხრობი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას. რაც უფრო მეტი დელეგატიიქნება, მით უფრო დემოკრატიული და საჯარო იქნება პროცესი. არ ვარწინააღმდეგი, რომ დელეგატთა შორის გამგეობის წევრებიც იყვნენ. ისინი ხომსაკალათბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან. კიდევ ერთხელგავიმეორებ, რომ ვემხრობი დელეგატთა რაოდენობის გაზრდას. მაგალითად,სლოვენიაში დაახლოებით 130 დელეგატი ირჩევს პრეზიდენტს და ჩვენთანაცთუ გაიზრდება რაოდენობა, უკეთესი იქნება”.
GBF.GE