ცინცაძის “დონეცკმა”მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა
უკრაინის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ცინცაძის გუნდმა. “დონეცკმა” “ჩერკასკი მავპის” უმასპინძლა და 12 ქულის სხვაობით – 94:82 დაამარცხა.
დონეცკელებმა მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს, მანამდე კი ჩერკასელები ხან დაწინაურდებოდნენ, ხანაც 1-2 ქულით მასპინძები ლიდერობდნენ. ბოლო პერიოდის წინ “დონეცკი” მხოლოდ 3 ქულას იგებდა, მაგრამ საქმე ისე მიიყვანა გამარჯვებამდე, საკუთარი გულშემატკივრები არ აუფორიაქებია.
ქართელმა უკანახაზელმა გუნდში პოზიციები დათმო. ცინცაძეს ხუთეულში არ ათამაშებენ და მოედანზეც მცირე ხნით გადის. “მავპისთან” გიორგიმ 11 წუთი ითამაშა და 3 ქულას, 2 პასს და თითო მოხსნა-ჩაჭრას დასჯერდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. დონეცკელთაგან საუკეთსონი ამერიკელი ლეგიონერები – მარკო კილინგსვორტი და ბენ მაკალი გახლდნენ.
5-დან 5 გამარჯვებით “დონეცკი” უკრაინის სუპერლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ცინცაძის გუნდს 20 ნოემბერს, სტუმრად “გოვერლასთან” ელის.
GBF.GE