ქართული დერბი და ხუთჯვრიანი დროშა სარაგოსაში
ესპანურ პრიმერადივიზიონში ქართული დერბი შედგა. მართალია, “კახასოლის” წევრ ბექა ბურჯანაძეს მცირე ხნით უწევს ხოლმე მოედანზე გასვლა, თუმცა ის გუნდის სრულუფლებიანი წევრია და “სარაგოსას” წინააღმდეგაც ითამაშა. ამ გუნდის ღირსებას კი გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე იცავენ. მატჩი სარაგოსაში გაიმართა და “კახასოლის” გამარჯვებით – 74:66 დასრულდა.
შერმადინიც და სანიკიძეც სასტარტო ხუთეულში იყვნენ და ქულათა მონაგარიც თანაბარი – 9 ჰქონდათ. სანიკიძემ 21,27 წუთში 5 ორქულიანი ააცილა, 5-დან 1 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთნ ერთად ვიქტორს 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
შერმადინი უფრო შედეგიანად გაისარჯა. 28,17 წუთში გიორგიმ 8-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად გიორგიმ 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 1-ხელ დაკარგა.
რაც შეეხება ბურჯანაძეს, გამარჯვებულთა შორის მან 8,19 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ბექამ ერთხელ შეუტია სარაგოსელთა კალათს, მაგრამ მისმა სამქულიანმა მიზანს არ უწია.
“კახასოლს” და”სარაგოსას” 3-3 მოგებ-წაგება აქვთ დაცხრილში 6-7 ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში, 24 ნოემბერს, “კახასოლი” კუნძულებზე,”გრან კანარიას” შეხვდება, “სარაგოსა” კი “ხუვენტუდს” უმასპინძლებს.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ამ მატჩს ხუთჯვრიანი დროშით შეიარაღებული ქართველი ქომაგები ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილმაც მატჩის დაწყებამდე შეხვედრის მონაწილე სამივე ქართველთან სამახსოვრო სურათი გადაიღო.
GBF.GE