„რეპტორსი“ ოვერტაიმში დამარცხდა, „ლეიკერსმა“ დამაჯერებლად იმარჯვა
გუშინ, საღამოს და დღეს, გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი მატჩი გაიმართა.
პირველი მატჩი კანადაში, კერძოდ ტორონტოში შედგა, სადაც „რეპტორსმა“ „ტრეილ ბლეიზერსი“ მიიღო. ბოლო მეოთხედის დასრულების შემდეგ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, ოვერტაიმში კი სტუმრებმა მეტოქეს 8 ქულით აჯობეს, რისი წყალობითაც მოგება იზეიმეს.
„ტორონტო რეპტორსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 110:118 ოვერტაიმი (29:31, 25:26, 15:22, 33:23, 8:16)
„რეპტორსი“: გეი (30 ქ. 10 მ.), დეროზანი (29 ქ.), ვალანჩუნასი (19 ქ. 9 მ.), ლაური (10 ქ. 7 მ. 10 პ.), ჯონსონი (8 ქ. 7 მ.)
„ტრეილ ბლეიზერსი“: ოლდრიჯი (25 ქ. 11 მ.), ლილარდი (25 ქ. 5 მ. 8 პ.), ბატუმი (24 ქ. 6 მ.), მეთიუზი (17 ქ. 6 მ.), მო უილიამსი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
სტუმარმა გუნდმა გამარჯვება „კინგსისა“ და „გრიზლისის“ მატჩშიც იზეიმა. საუკეთესო „მეფეთა“ რიგებში აუტლო იყო, ხოლო „გრიზლისის“ მხრიდან ყველაზე მეტი ქულა რენდოლფმა დააგროვა.
„საკრამენტო“ – „მემფის გრიზლისი“ – 86:97 (18:25, 16:22, 31:27, 21:23)
„პისტონსი“: ჯენინგსი (13 ქ. 5 მ. 14 პ.), სმიტი (18 ქ. 8 მ.), მონრო (17 ქ. 7 მ.), სტაკი (16 ქ.), დრამონდი (14 ქ. 13 მ.)