სანიკიძე-შერმადინის რვიანები და გამარჯვება ბელგიაში
გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ “სარაგოსას” წინა მატჩში 9-9 ქულა მიითვალეს, მომდევნო შეხვედრაში კი პირად ანგარიშზე 8-8 ქულა ჩაიწერეს. გასული მატჩი სარაგოსელებმა ევროთასზე, ბელგიაში გამართეს და ადგილობრივი “მონსი” 105:64გაანადგურეს.
მატჩი დაძაბული არ ყოფილა. სარაგოსელებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ზრდიდნენ. რაკი მეტოქე სუსტი იყო, ესპანური კლუბის მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.
შერმადინი ხუთულში გახლდათ და მოედანზე 14,49 წუთი გაატარა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
სანიკიძემ 13,44 წუთს ითამაშა და 8 ქულა 2-დან 1 ორქულიანით, 2-დან 1 სამიანით და 4-დან 3 საჯარიმოთი შეაგროვა. მის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასიც დაგროვდა.
3 მოგებითა და ამდენივე წაგებით “სარაგოსა”6-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს არაგონელები 27 ნოემბერს შინ, გერმანულ “ალბასთან” ჩაატარებენ.
გრაველინი |
4 |
1 |
368 |
324 |
44 |
ალბა |
4 |
1 |
375 |
334 |
41 |
სარაგოსა |
3 |
3 |
491 |
452 |
30 |
ტელეკომი |
3 |
2 |
398 |
402 |
-4 |
ვირტუსი |
2 |
3 |
385 |
381 |
4 |
მონსი |
0 |
6 |
304 |
387 |
-83 |
GBF.GE