დაუმარცხებელი მხოლოდ “დინამო” დარჩა
თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის მეშვიდე ტურის უკანასკნელი შეხვედრები გაიმართა.
დღის პირველ მატჩში “სოხუმი” და “ოლიმპი” წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. დაძაბული დაპირისპირება ზღვისპირელების გამარჯვებით დასრულდა – 82:74. მიუხედავად “ოლიმპის” შესანიშნავი თამაშისა უკანასკნელ მეოთხედში, გადამწყვეთ მომენტში დავით თორთლაძის შეგირდებმა გარდატეხის შეტანა ვერ შესძლეს შეხვედრაში. სოხუმელთა შემადგენლობაში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯოშუა ჯექსონი იყო. აქვე გთავაზობთ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=747
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მწვრნთნელი): მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის. გუნდში გვქონდა პრობლემები, ამას დაემატა ჩლაიძის ტრავმა, აქედან გამომდინარე ბევრი ხარვეზი გვქონდა. მართალია კარგად დავიწყეთ, თუმცა ,,ოლიმპი’’ ბოლომდე არ გატყდა და სიტუაციაც დაიძაბა. რაც მთავარია, მოვახერხეთ გამარჯვება.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას. ვიცი, რომ გუნდს პრობლემები აქვს და ეს მოგება მათთვის სტიმულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მადლობა ბიჭებს, რადგან ბოლო წამამდე არ გატყდნენ. 26-ჯერ მეტი შეტევა განვახორციელეთ და 18 ჩაჭრა მივითვალეთ, თუმცა წავაგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდთან. უფრო მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, შეიძლებოდა სენსაციაც მომხდარიყო და მოგვეგო. თუმცა, ვფიქრობ, ეს შედეგი უფრო ლოგიკური იყო.
ნიკა მეტრეველი(,,სოხუმი’’): რთულ სიტუაციაში ვართ, ჩლაიძეს ტრავმა აქვს, რამდენიმე დღეა არ მივარჯიშია არც მე, არც ლეგიონრებს. თამაშის დროს სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა, მეტოქემ ანგარიშის შემცირებაც მოახერხა, თუმცა ბოლოს გამარჯვება მოვიპოვეთ. რეზო ათანელიშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ამიტომ ჩვენც საკმაოდ ფრთხილად ვთამაშობდით.
მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი გუნდები შეხვდნენ. “დინამოსა” და “არმიას” დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სპორტის სასახლეში ჩვეულებრივზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა. მათ შორის დინამოს აქტიური ფანებიც იყვნენ, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში უჭერდნენ მხარს საკუთარ საყვარელ გუნდს.
შეხვედრა “დინამოს” უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლო ჯამში მათი დამაჯრებელი გამარჯვებით დასრულდა – 79-61. ამ გამარჯვემამ “დინამოს” პირველი ადგილი მოუტანა სატურნირო ცხრილში. აქვე აღსანიშნავია, რომ “დინამოს” დარად 12 ქულა აქვს “ბათუმს”. თუმცა, ზღვისპირელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. “დინამო” – “არმიას” დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი ბესიკ ლეჯავა გახდა. მის აქტივში 20 ქულაა.
სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=748
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ვაგრძელებთ წაუგებელ სერიას, რაც ყველაზე მთავარია. დღეს მეტოქედ გვყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მეტნაკლებად ვიცოდით რა თამაშს ითამაშებდა. ეს გამარჯვება ბიჭების დამსახურებაა, ძალიან ბევრს შრომობენ და შედეგიც სახეზეა. მე უბრალოდ ვეხმარები მათ, ისინი ერთი, შეკრული გუნდია. მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, შევძელით საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ დამსახურებულ და ღირსეულ გამარჯვებას. როგორც აღვნიშნე, მთავარ ფავორიტს ვეთამაშებოდით, ,,დინამო’’ ძალიან ძლიერ გუნდია და სერიოზულად ვემზადებოდით მათ წინააღმდეგ სათამაშოდ. რაღაც მომენტში გქვონდა შანსები, როცა ვასრულებდით დავალებებს , თუმცა აქაა განსხვავება კარგ და ცუდ გუნდებს შორის. ,,დინამომ’’ არ დაუშვა უხეში შეცდომები , ჩვენ კი ყველა შეცდომისთვის დავისაჯეთ. თუმცა დაგვრჩა 2 მნიშვნელოვანი თამაში და შევეცდებით მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, გავაანალიზოთ შეცდომები და მოვემზადოთ მორიგი შეხვედრებისთბის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ,,დინამო’’ მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონობის და ფინალში გასულ გუნდს სწორედ მათ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ვეთამაშებოდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელსაც ჩვენსავით წაუგებელი სერია ჰქონდა. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც. მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ვემზადებოდით და ვვარჯიშობდით. მიუხედავა ანგარიშში სხვაობისა, საკმადო დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლომდე ვიბრძოდით. წინ რთული თამაშები გველის, განსაკუთრებით გასვლა ,,ქუთაისთან’’ და იმედია, პირველ წრეს წარმატებით ჩავამთავრებთ.
ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი ერთდროულად ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი. ძალიან კარგად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და მოსაგებადაც განწყობილები ვიყავით, თუმცა ,,დინამომ’’ გვაჯობა. იმედია, მომავალში შევძლებთ ხარვეზების გამოსწორებ