15-წლამდელთა ნაკრებმა “ბეშიქთაშის” 16-წლამდელებთან წააგო
საქართელოს 15-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა თურქეთში, სტამბოლურ გრანდ “ბეშიქთაშის” 16-წლამდელთა გუნდთან. შეხვედრა IBB-სთან წინა მატჩის ანალოგიური გამოდგა. ქართველები 1 წლით უფროსი ასაკის გუნდს ხვდებოდნენ, პირველი მეოთხედი მოიგეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა პირველი მეოთხედი 15:13 მოიგეს. მეორე პერიოდიდან მასპინძლებმა გარდატეხის მოხდენა მოახერხეს. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ და უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ასაკმა თავისი გაიტანა. “ბეშიქთაშის” კალათბურთელებმა მეორე მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მომდევნო პერიოდებშიც იძალეს და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით – 72:52 გაიმარჯვეს.
ქართველებს აკაკი ფიფიამ ულიდერა, რომელმაც პირად ანგარიშზე 21 ქულა ჩაიწერა. ზაურ ჯანელიძემ ნაკრებს 11 ქულა შემატა. ჩვენი გუნდი ხვალ კიდევ ერთ თურქულ გრანდ “ეფესის” 16-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.
ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 3 დეკემბერი
ბეშიქთაში (U16) 72:52 საქართველო (U15)
13:15, 20:12, 16:8, 23:17
საქართველო: კაკუბერი, ყირიმელი, მდივანი, ა. ფიფია (21), ბ. ქავთარაძე (3), ჩეჩელაშვილი, ალავიძე (4), ბითაძე (6), ხურცილავა, გაფრინდაშვილი (3), მამუკელაშვილი (4), ჯანელიძე (11), აბულაძე
GBF.GE