კახეთის რეგიონში ისტორიაში პირველი ჩემპიონატი მიმდინარეობს (VIDEO)
გუშინ, თელავის სპორტსკოლაში კახეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. კახეთის რეგიონის ჩემპიონატი 2 ასაკში – 18 და 13-წლამდელებში ტარდება.
კახეთის სრულმასშტაბიანი ჩემპიონატი აქამდე არ ჩატარებულა. რეგიონის ჩემპიონატის გამართვა კახეთის ფედერაციამ შექმნიდან 1 წლის თავზე წამოიწყო და მომავალში მისი მასშტაბების გაზრდას გეგმავს. 18-წლამდელთა ჩემპიონატი 30 ნოემბერს დაიწყო და მასში 5 გუნდი მონაწილოებს: თელავი, ახმეტი, ყვარელი, სიღნაღი და გურჯაანი.
ტურნირი მიმოსვლით ჩატარდება – სიღნაღის გარდა ყველა ქალაქის გუნდი თამაშებს საკუთარ დარბაზში მიიღებს. სიღნაღი კი საშინაო მატჩებს ყვარელში უმასპინძლებს. დღეს თელავში ადგილობრივი გუნდი “ახმეტას” შეხვდა და 69:50 დაამარცხა. თამაში სტუმრებმა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 16:15 მოიგეს. მეორე პერიოდიდან კი მასპინძლებმა ვითარება გამოასწორეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ. მეორე ათწუთეული “თელავმა” 29:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. საბოლოოდ თელაველებმა 19-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.
მორიგი ტურის მატჩები 14 დეკემბერს, ლაგოდეხში ჩატარდება, სადაც თავს 4 გუნდი – თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი და გურჯაანი მოიყრიან.
GBF.GE