“დინამოს” პირველი მარცხი და ათუაშვილის რეკორდი
დღეს ქუთაისსა და რუსთავში სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურმა აიღო სტარტი.
ბრძლა მეშვიდა ადგილისათვის
ბოლო ტურის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა სადა ადგილობრივ კლუბს “ოლიმპი” ესტუმრა. ორივე გუნდს აქამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ისიც გამოკვეთი აუტსაიდერ “მაკაბისთან”. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა მთელი შეხვედა “რუსთავის” უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა “ოლიმპი” მესამე პერიოდში გამოცოცხლდა. სტუმრებმა პრესინგს მიმართეს, რამაც შედეგი გამოიღო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, “რუსთაველებმა” შესძლეს გამოფხიზლება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო სერგო ათუაშვილი იყო 19 ქულით და 22 მოხსნთ, ხოლო “ოლიმპში” 15 ქულა ჰქონდა ირაკლი გულისაბედაშვილს. ათუაშვილის 22 მოხსნა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია.
სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=754
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):
ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით ვლიდერობდით, მეტოქემ ბოლოს კინაღამ მოგვიგო. ეს იმის ბრალი იყო, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ამის გამო კინაღამ დაისაჯნენ. მეტოქემ ჩამორჩნა გააბათილა და მატჩის მოგება ხელმეორედ მოგვიხდა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვება მოვიპოვეთ.
დავით თორთლაძე (,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):
მნიშვნელოვანი მატჩი იყო ორივე გუნდისთვის და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. თავიდან მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბრძოლის ხარჯზე “ოლიმპმა” მოახერხა შანსის მოპოვება, რომელიც ბოლო წუთზე ვერ გამოვიყენეთ. ვულოცავ რუსთაველებს ამ პრინციპული გამარჯვების მოპოვებას.
პირველი მარცხი
სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. თბილისი “დინამომ” ქუთაისში სეზონის პირველი მარცხი იგემა. თუმცა, მიუხედავად ამ წაგებისა, ხოშტარიას გუნდი არდადეგებზე პირველი პოზიციიდან გადის. თბილისელებს დღევანდელ შეხვედრაში გამყრელიძის სახით დიდი დანაკლისი ჰქონდათ, რაც მასპინძლებმა შესანიშნავად გამიყენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაურ ფაშაევისა და გოგა ცეკვავას კარგი თამაში. გადამწყვეტი უპირატესობა “ქუთაისმა” მესამე პერიოდში მოიპოვა რაც თამაშის მოგების გარანტიც გახდა. 83-78 “ქუთაისის” სასარგებლოდ.
სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=753
მატჩისშემდგომი კომენტარები
მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი იყო და ეს მოსალოდნელიც იყო. მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია, ასეთი მატჩი ჯერ არ ჩატარებულა. “დინამო” ძალიან შეკრული, დახვეწილი გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში 2-2 მოთამაშე მაინც ჰყავს ერთ ამპლუაში. დიდი მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი ბრწყინვალე თამაშისთვის.
კალათბურთი გუნდური თამაშია და მოხარული ვარ რომ ჩვენმა ბიჭებმა დღეს ეს გუნდურობა შესანიშნავად აჩვენეს. ვფიქრობ 1-ელ წრეში რევაზ დიდია რომ აქტიურად დაგვხმარებოდა, ბევრად კარგი შედეგი გვექნებოდა.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე დაძაბულად და ემოციურად წარიმართა თამაში. ჩვენი ბრალია რომ აქამდე მივიყვანეთ საქმე. სამწუხაროდ თამაშის მოსაგებად ყველაფერი იკადრეს.
ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება:
11:45 შსს აკადემია – ბათუმი
14:00 არმია – სოხუმი
ფოტო: http://superleague.ge/