ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი 20 დეკემბერს დაიწყება
საკალათბურთო სუპერლიგის 2013 წელი ზურაბ-საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალით დასრულდება. აღნიშნული ტურნირი სუპერლიგის პირველის წრის დასრულების შემდეგ, 20 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბრამდე გასტანს.
მემორიალის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოლებს: არმია, ოლიმპი, რუსთავი, სოხუმი, დინამო და შსს აკადემია. ვინაიდან ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, 3 გუნდმა მემორიალში თამაშზე უარი განაცხადა – მაქაბი, ქუთაისი, ბათუმი.
მონაწილე გუნდები 2 ქვეჯგუფში სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან. 2-3 ადგილზე გასული გუნდები 3-4 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდები – 5-6 ადგილებისთვის.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.
საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წელი კი 17 იანვარს, საქართველოს თასის გათამაშებით დაიწყება.