შერმადინისა და სანიკიძის “სარაგოსამ” “გრაველინი” დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ევროთასის მეორე ეტაპზე ითამაშებს. არაგონულმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფრანგული “დიუნკერკი”86:73 დაამარცხა და ამ გუნდთან ერთად 2-3 ადგილები დაიკავა. ორივე გუნდს 6 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდათ. პირველ დგილზე კი გერმანული “ალბა გავიდა” 8 მოგებითა და 2 მარცხით.
ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო. ვიქტორმა მოედანზე 16:39წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმაფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო,ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელდაჯარიმდნენ.
შერმადინმა 12:00 წუთს ითამაშა და მისი მონაგარი 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კითამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ევროთასის კენჭისყრა რამდენიმე დღში გაიმართბა. ჯგუფებიდან გასულ 24 გუნდს კიდევ 8 დაემატება და 32 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფური ეტაპიდან გააგრძელებს.
ჯგუდი D |
მ |
წ |
ბურთების |
შეფარდება |
+/- |
ალბა |
8 |
2 |
749 |
669 |
80 |
გრაველინი |
6 |
4 |
749 |
690 |
59 |
სარაგოსა |
6 |
4 |
803 |
719 |
84 |
ტელეკომ ბონი |
5 |
5 |
785 |
805 |
-20 |
ვირტუსი |
3 |
7 |
761 |
777 |
-16 |
მონსი |
2 |
8 |
620 |
807 |
-187 |
GBF.GE