„თანდერმა“ შობა „ნიქსის“ განადგურებით აღნიშნა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საშობაო დღის მეორე მატჩი ნიუ-იორკში შედგა, სადაც „ნიქსმა“ „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ მიიღო და 29 ქულით დამარცხდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი სტუმრებმა 6 ქულით მოიგეს. მეორე მეოთხედში „ნიქსი“ 8 ქულით დამარცხდა, შესაბამისად, დიდი შესვენების წინ მასპინძლები 14 ქულით აგებდნენ. მესამე მეოთხედში სტუმრებმა კვლავ 6 ქულით იმარჯვეს, ხოლო გადამწყვეტი თორმეტი წუთი „თანდერმა“ 9 ქულით მოიგო.
საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებში კევინ დურანტი აღმოჩნდა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათი რიგებიდან ყველაზე მეტი ქულა ამარე სტაუდემაიერმა დააგროვა – მისმა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა.
„ნიუ-იორკ ნიქსი“ – „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ 94:123 (29:35, 17:25, 21:27, 27:36)
„ნიქსი“: სტაუდემაიერი (22 ქ.), ჰარდუეი (21 ქ. 5 მ.), სმიტი (20 ქ. 6 მ.)
„თანდერი“: დურანტი (29 ქ. 7 მ. 6 პ.), იბაკა (24 ქ.), ჯექსონი (18 ქ.), უესტბრუკი (14 ქ. 13 მ. 10 პ.), ლემბი (13 ქ.)