შერმადინის და სანიკიძის შედეგიანობით “სარაგოსამ” “ესტუდიანტესი” დაამარცხა
გიორგი შერმადინი ისევ საუკეთსოა. ქართველი ცენტრის ორმაგი დუბლი “სარაგოსას” დიდად დაეხმარა გასვლით მატჩში “ესტუდიანტესთან”, რომელიც ქართველების გუნდმა დიდი სხვაობით – 89:62 მოიგო.
შესანიშნავად ითამაშა “სარაგოსას” მეორე ქართელმა ლეგიონერმა, ვიქტორ სანიკიძემ, თუმცა ციფრებით ყველას შერმადინმა აჯობა. საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25.26 წუთში ორმაგი დუბლი მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მიითვალა, რასაც 11 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 21 შეადგინა.
სანიკიძეც სასტარტო იყო და შერმადინზე ოდნავ მეტი – 26.19 წუთი ითამაშა. ვიქტორმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მოგროვებულ 6 ქულას სანიკიძემ 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც დამიან რუდეჟთან ერთად სარაგოსელთა შორის მე-3 შედეგია.
8 გამარჯვებითა და 7 მარცხით “სარაგოსა” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში სარაგოსელები სტუმრად “ლაბორალს” შეხვდებიან. მატჩი 19 იანვარს გაიმართება.