ლებრონ ჯეიმსის ოჯახის წევრი: „დურანტმა 42 ქულა დააგროვა, შენ კი – 21. ლებრონ, შენ არარაობა ხარ“
„მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ მოტივაციის მოსამატებლად იგი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სხვა კალათბურთელთა შედეგებსაც ადევნებს თვალყურს. მაგალითად ჯეიმსმა „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი მოიყვანა.
„არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მსგავს საკითხებს ყურადღებას არ ვაქცევ. დიახ, ყოველი შეხვედრის შემდეგ სხვა კალათბურთელთა შედეგების სანახავად მივდივარ. მომწონს, როდესაც დურანტი თამაშობს ისე, როგორც მან „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ითამაშა. ეს მე მოტივაციას მიმატებს. რა თქმა უნდა, მსგავსი რამის გაკეთება მეც შემიძლია, თუმცა ასეთი თამაშის ჩვენება ჩემთვის უფრო რთული იქნება.
დროის დახარჯვა არ მიყვარს, ამიტომ ყოველი მატჩის შემდეგ ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დურანტის სტატისტიკის გაგზავნას ვთხოვ. სხვათაშორის, დღეს ასეთი შეტყობინება მივიღე: „კეი დიმ 54 ქულა დააგროვა, შენ კი მხოლოდ 21. შენ არარაობა ხარ“ – უამბო ჯეიმსმა ESPN.com-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი