„ჰიტმა“ „ლეიკერსი“ დაამარცხა, „ტრეილ ბლეიზერსმა“ „ნაგეტსს“ აჯობა
ღამით ნაციონალურ საკალათბურთ ასოციაციაში ორი მატჩი გაიმართა.
მაიამიში „ჰიტმა“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა და 7 ქულით დაამარცხა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში კრის ბოში იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა და 6 მოხსნაც გააკეთა. რაც შეეხება სტუმრებს, მათი შემადგენლობიდან 22 ქულა პაუ გასოლმა და მიკსმა დააგროვეს, თუმცა გასოლმა ყველაფერთან ერთად, 11 მოხსნის გაკეთება და ბურთის სამჯერ ჩაჭრაც მოახერხა.
„მაიამი ჰიტი“ – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი – 109:102 (30:27, 27:19, 28:29, 24:27)
ჰიტი: ბოში (31 ქ. 6 მ.), ჯეიმსი (27 ქ. 13 მ. 6 პ. 5 დ.), კოული (11 ქ. 5 პ.), ჩალმერსი (11 ქ.), ალენი (10 ქ.)
„ლეიკერსი“: გასოლი (22 ქ. 11 მ. 3 ჩ.), მიკსი (22 ქ.), იანგი (19 ქ. 3 ჩ.), ჰილი (8 ქ. 7 მ.), მარშალი (6 ქ. 11 პ.)
პორტლენდშ „ტრეილ ბლეიზერსმა“ „დენვერ ნაგეტსი“ მიიღო და 5 ქულით აჯობა.
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – „დენვერ ნაგეტსი“ – 110:105 (27:30, 32:37, 27:24, 24:14)
„ტრეილ ბლეიზერსი“: ოლდრიჯი (44 ქ. 13 მ. 5 პ.), მეთიუზი (24 ქ.), ლოპესი (12 ქ. 9 მ.), ლილარდი (11 ქ.), ბატუმი (6 ქ. 7 მ. 10 პ.)
„ნაგეტსი“: ჩენდლერი (18 ქ.), ფოი (14 ქ. 5 პ.), ლოუსონი (13 ქ. 11 პ.), რობინსონი (13 ქ.), ჰიკსონი (12 ქ. 7 მ. 5 პ.), რენდოლფი (12 ქ.)