ფაჩულია სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მოედანს მალე დაუბრუნდება
ზაზა ფაჩულიას მოედანზე მალე ვიხილავთ. ჯერ ზუსტი დრო არავინ იცის, თუ როდის გავა
“მილუოკის” ქართელი ცენტრი მოედანზე, თუმცა ეს დღე რომ შორს არაა, “Journal Sentinel”-ში გამოქვეყნებული სტატიიდან ჩანს, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
“გეგმა ასეთი იყო, რომ ვარჯიშს სამშაბათს დავბრუნებოდი – აცხადებს ფაჩულია – არ ვიცი, რამდენად მზად ვარ სათამაშოდ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რათა ფსიქოლოგიურად მომემზადებინა საკუთარი თავი. რაც შეეხება ფიზიკურ ვარჯიშებს, მე ამ მხრივ მწვრთნელებთან და ფიზმომზადების მწვრთნელ რობერტ ჰაკეტთან ვარ დაკავებული”.
“დღვანდელი დღით კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი გეგმიერად მიდის და არანაირი გართულება არ ჩანს. მოუთმენლად ველი მოედანზე დაბრუნებას და იმ მწვანე შუქს, რომელიც მწვრთნელებმა უნდა ამინთონ”.
ზაზას შესახებ კომენტარი “მილუოკის” მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმაც გააკეთა:
“სრული დატვირთვით ვარჯიში ზაზამ ახლა დაიწყო და მას არანაირი პრობლემა არ აქვს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ფაჩულია არა მხოლოდ გასახდელში და ვარჯიშებზეა გუნდის წევრებისთვის სამაგალითო, ის მოედანზეც დიდ სამუშაოს ასრულებს. ის ტანმაღალია და მეტოქის ცენტრის შეჩერებაში გვეხმარება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის გუნდს ძალიან აკლდა”.
“მილუოკის” ნბა-ში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს: 7 მოგება, 36 მარცხი. ფაჩულიასთან ერთად მილუოკელებს არაერთი ძლიერი მოთამაშე აკლდათ და ეს შედეგიც სავარაუდოდ ტრავმიანობის ბრალია.
ფაჩულიას მოედანზე დაბრუნებას მალე უნდა ველოდოთ.
gbf.ge