„სელტიკსმა“ სახლში „მეჯიკს“ სძლია
გუშინ, საღამოს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატის ერთი მატჩი გაიმართა. „TD Garden“-ში „ბოსტონ სელტიკსმა“ „ორლანდო მეჯიკი“ მიიღო და ანგარიშით 96:89 დაამარცხა.
საუკეთესო მასპინძელთა რიგებში დჯარედ სალინჯერი იყო, რომლის მონაგარმაც 21 ქულა და 12 მოხსნა შეადგინა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ რიგებში საუკეთესო შედეგით არონ აფლალო გამოირჩა, რომელმაც 18 ქულის დაგროვება შეძლო.
ბოსტონი – ორლანდო 96:89 (27:19, 27:26, 17:19, 25:25)
„სელტიკსი“: სალინჯერი (21 ქ. 12 მ.), რონდო (19 ქ. 10 პ.), ბასი (19 ქ. 9 მ.), ბრედლი (17 ქ.), გრინი (8 ქ.) – სტარტილ ბეილესი (6 ქ.), ჯონსონი (3 ქ.), ჰამფრისი (2 ქ.), ილინიკი (1 ქ.), პრესი (0 ქ.)
„მეჯიკი“: აფლალო (18 ქ.), დევისი (15 ქ.), ვუჩევიჩი (14 ქ. 11 მ.), ჰარისი (13 ქ.), ოლადიპო (12 ქ.) – სტარტი; ჰარკლესი (9 ქ. 7 მ.), ო’კუინი (4 ქ.), ლემბი (2 ქ.), მური (2 ქ.), ნიკოლსონი (0 ქ.)