გადადებული შეხვედრა აკადემიაში რეკორდების თანხლებით ჩატარდა
დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. მეორე წრის პირველი ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც “შსს-აკადემია” და “მაკაბი” 1 თებერვალს, სპორტის სასახლეში უნდა შეხვედრილიყვნენ, დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული მატჩი 3 თებერვალს ჩაეტარებინა.
“შსს-აკადემიისა” და “მაკაბის” შეხვედრა უინტერესო და რეკორდული გამოდგა. არჩილ ჟღენტის გუნდმა მეტოქე 137:56 გაანადგურა, რითაც მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: არც ერთ გუნდს 137 ქულა აქამდე არ ჩაუგდია.
“შსს-აკადემიამ” ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს პირველი მეოთხედი 37:12 მოუგო, მეორეში კი 37:10 აჯობა და დიდი შესვენებისთვის 74:22 დაწინაურდა. აკადემიელებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და დარჩენილ დროში “მაკაბი” დიდი ხვაობით – 81 ქულით დაამარცხეს: ესეც მიმდინარე სეზონის მეორე რეკორდი.
კიდევ ერთი რეკორდი ის გახლავთ, რომ ერთ გუნდში 10-ქულიანი ზღვარი ერთბაშად 8 კალათბურთელმა დაძლია. არადა, აკადემიელებს ლეგიონრები არ დაუტვირთავთ – მილე ილიჩმა 10 წუთში 3 ქულა დააგროვა, პერიშ ბრაუნმა კი მოედანზე 7 უქულო წუთი გაატარა.
ამ გამარჯვებით “შსს-აკადემია” “სოხუმს” დაეწია და მასთან ცხრილში 5-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტური 7 და 8 თებერვალს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): უნდა ვთქვა, რომ სერიოზულად ვეკიდებოდით ამ შეხვედრას, რადგან ჩვენი გუნდების პირველ მატჩში მხოლოდ 4 ქულის სხვაობით მოვიგეთ. დღეს, ანგარიშიდან გამომდინარე, ბევრი არაფრის თქმა შემიძლია.
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის” მთავარი მწვრთნელი): დღეს პირველად ითამაშა სამივე რევაზაშვილმა, რომლებიც დიდხანს იყვნენ ტრავმირებულები, გიორგის ჰქონდა ტრავმა, შიგადაშიგ კი ლევანსაც და მაიზერსაც აწუხებდათ ტრავმები. საერთოდ არავის წაუვიდა თამაში მაიზერ რევაზაშვილის გარდა, რომელმაც სუპერლიგაში მისთვის სარეკორდო – 17
superleague.ge