13-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატში “ა” ჯგუფის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დღეს საკალათბურთო აკადემიაში 13-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. ბრძოლა არც ერთ მათგანში არ შედგა. ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იოლი გამარჯვებებიმოიპოვეს.
პირველ შეხვედრაში რთმანეთს “დინამო” და “შსს მართვე 2” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილი დინამოელების უპირატესობით წარიმართა და მათი 40-ქულიანი გამარჯვებით – 71:31 დასრულდა.
მეორე მატჩში კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ლაშა თოიძის გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ” “ნიკეას” შანსი არ დაუტოვა და 73 ქულის სხვაობით – 89:16 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჰიუნდაელებმა “ა” ჯგუფში თამაშები დაასრულეს და 4-დან 4 მოგებით პირველი ადგილი გაინაღდეს. “დინამო” მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილისთვის ერთმანეთს “შსს მართვე 2” და “მართვე 2” 8 თებერვალს დაუპირისპირდებიან.
საკმარისად თამაშები დარჩა “გ” ჯგუფში, რომლებიც უახლოეს დღეებში გაიმართება. ჯგუფური ეტაპი კი მთლიანად 8 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს, ამავდროულად ეს 8 გუნდი საქართვეოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებს. მომდევნო 4 გუნდი საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.
13-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. აკადემია. 4 თებერვალი
“დინამო” – “შსს მართვე2” 71:31
“ჰიუნდაი” – “ნიკეა” 89:16
GBF.GE