საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში ბოსნიასთან წააგო
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ საქარიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მორიგი მატჩი გამართა. მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპის მატჩები მოილიეს და პლეიოფში ვერ გავიდნენ, ქართველებმა 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთნენ და დღეს ბოსნიას დაუპირისპირდნენ.
ქართველებმა შეხვედრა 22 ქულით დათმეს. ბოსნიას ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელმაც წინა მატჩში რუსეთი დაამარცხა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს წარმატების შანსი მაინც ჰქონდა. ბოლო მეოთხედის წინ ქართველები 52:63 აგებდნენ და წარმატების მისაღწევად დროც ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მეოთხედში ვერ იყოჩაღეს. ბოსნიელებმა მეოთხე პერიოდი 21:10 მოიგეს და საბოლოოდ სოლიდური გამარჯვება გაიფორმეს – 74:52.
საქართელოს ნაკრებში 12 ქულით ბომბარდირი ნიკოლოზ დარბაიძე გახდა, თუმცა არანაკლები საქმე გუნდისთვის ლადო ფურცხვანიძემ გააკეთა, რომელმაც 8 ქულა და 22 (!) მოხსნა მოაგროვა. ქართველთა გამთამაშებელმა, დავით აფხაზავამ 11 ქულა და 6 პასი მიითვალა.
მომდევნო მატჩს ქართველი 16-წლამდელები ხვალ გამართავენ. მეტოქე მოგვიანებით გამოვლინდება და ის სერბეთისა და თურქეთის მეორე ნაკრებს შორის დამარცხებული იქნება. შეხვედრა დღეს, გვიან ღამე დასრულდება.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია, თურქეთი. 5 თებერვალი
ბოსნია 74:52 საქართველო
27:15, 13:9, 13:18, 21:10
საქართველო: დარბაიძე (12), ლოლიშვილი (2), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (8ქ, 22მ), აკობია (4ქ, 6მ), ლეონიძე, დოლიძე (3), გვიანიძე (2), თვალაბეიშვილი (2), ბულაშვილი (8), აფხაზავა (11ქ, 6პ), ბაბილოძე
GBF.GE