საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მასპინძლები 15 ქულით დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელებმა თურქეთში მასპინძლები დაამარცხეს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი თურქეთის მეორე ნაკრებს შეხვდა და დამაჯერებელი სხვაობით – 79:64 სძლია.
ქართველებისთვის ეს გამარჯვება ტურნირზე მეორე იყო. ჩვენი ნაკრები საერთაშორისო ტურნირის ბოლო მატჩს ხვალ გამართავს. დღეს, ბულგარეთისა და შვედეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ შეხვდება საქართველოს ნაკრებს. მე-13 ადგილისთვის მატჩში კაზანჯიანის გუნდს შვედეთსა და ბულგარეთს შორის გამარჯვებული ნაკრები დაუპირისპირდება.
რაც შეეხება თურქებთან მოგებულ მატჩს, ქართველებმა შედეგიანად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 23:12 იგებდნენ. მეორე მეოთხედში სტუმრებმა კიდევ უფრო უმატეს ტემპს და დიდი შესვენებისთვის უკვე 21 ქულით – 47:26 დაწინაურდნენ. თურქებმა მესამე ათწუთეულში მძლავრად ითამაშეს და ქართველებს 7 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა კაზანჯიანის გუნდი ბოლომდე მედგრად დადგა და ბოლო პერიოდში არათუ ქარს გაატანა ლიდერობა, კიდევ უფრო დაწინაურდა და საბოლოოდ დამაჯერებლად იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა, რომელმაც 18 ქულა, 10 მოხსნა და 4 მოხსნა მიითვალა. 10 ქულით და 7 პასით დაასრულა შეხვედრა ნიკოლოზ ლეონიძემ, დავით აფხაზავას ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია, თურქეთი. 7 თებერვალი
თურქეთი B 64:79 საქართველო
12:23, 14: 24, 27:13, 11:19
საქართველო: დარბაიძე (4ქ, 4მ), ლოლიშვილი (7), ცხოვრებოვი (8ქ, 4მ), ფურცხვანიძე (6ქ, 10მ), აკობია (3), ლეონიძე (10ქ, 7პ), დოლიძე (2), გვიანიძე (6), თვალაბეიშვილი, ბულაშვილი (18ქ, 10მ), აფხაზავა (11), ბაბილოძე (4)
GBF.GE