თურქული ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს 16-წლამდელებმა შვედეთთან 70:74 წააგეს
თურქეთის ქალაქ საქარიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მე-14 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი მე-13 ადგილისთვის მატჩში შვედეთს შეხვდა და ბოლო წამებზე დამარცხდა – 70:74.
ქართველებმა ტურნირი სწორედ შვედეთთან მატჩით დაიწყეს. სკანდინავიელები გერმანიასთან, სლოვენიასთან და საქართველოსთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ და ქართველები 67:51 დაამარცხეს. კაზანჯიანის გუნდს შანსი ჰქონდა, ხურდა დაებრუნებინა შვედებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა.
ქართვეებმა პირველი მეოთხედი 6:12 წააგეს და მას შემდეგ, ბოლო წუთებამდე, სულ მდევრის როლში იყვნენ. დიდი შესვენებისთვის საქართველო 25:34 აგებდა, მესამე პერიოდის ბოლოს კი 11 ქულით ჩამორჩებოდა – 46:57.
ქართველებმა გადამწყვეტ პერიოდში გადამწყვეტი იერიში მიიტანეს და თამაის დასრულებამდე 3-წუთნახევრით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 65:65. ქართველებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ძალა აღარ ეყოთ. ბოლო წუთზე საქართველო 70:72 აგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე არ გაუმართა და 4 ქულის სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში 18 ქულით ბომბარდირი აკადემიელი ლუკა აკობია გახდა, ქუთაისელმა ლადო ფურცხვანიძემ კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. საქართველომ საქარიის ტურნირი 2 მოგებითა და 4 მარცხით – მე-14 ადგილზე დაასრულა და 9 თებერვალს თბილისში დაბრუნდება.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. საქარია, თურქეთი. 8 თებერვალი
საქართველო 70:74 შვედეთი
6:12, 19:22, 21:23, 24:17
საქართველო: დარბაიძე (8ქ, 4მ), ლოლიშვილი (6), ცხოვრებოვი (2), ფურცხვანიძე (12ქ, 10მ), აკობია (18), ლეონიძე (8), დოლიძე, გვიანიძე (8ქ, 7მ), ბულაშვილი (8ქ, 6პ), აფხაზავა, ბაბილოძე
GBF.GE