გიორგი ცინცაძე დონეცკელებს უკრაინის თასის ფინალში შეუძღვა
გიორგი ცინცაძის “დონეცკი” უკრაინის თასის ფინალშია. “დონეცკმა” კიევში მიმდინარე თასის ოთხთა ფინალის პირველ მატჩში – ანუ ნახევარფინალში, “გოვერლა” 7 ქულის სხვაობით – 84:77 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ქართველი გამთამაშებელი დონეცკელთა შორის საუკეთესოიყო. ცინცაძემ ყველაზე მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა, რამაც 24 ერთეული შეადგინა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 33,15 წუთი ითამაშა და 14 ქულასთან ერთად 8 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 6-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველ გამთამაშებელს ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
“დონეცკი” უკრაინის თასის გათამაშების ფინალში კიევის “ბუდიველნიკს” შეხვდება, რომლის ღირსებასაც წინა სეზონში ცინცაძე იცავდა. კიეველებმა ნახევარფინალში “დნიპრო-აზოტს” მოუგეს, რომლის ღირსებასაც ლევანფაცაცია იცავს, თუმც ხელის მოტეხილობის გამო დნიპროძერჟინსკელებს ვერ ეხმარება.
GBF.GE