ფაჩულიამ საკუთარ დაბადების დღეზე სასტარტო ხუთეულში ითამაშა
ზაზა ფაჩულიამ, რომელიც 10 თებერვალს 30 წლის გახდა, თავი დაბადების დღეზე “მილუოკის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ამის მიზეზი 2 რამ იყო: ქართველი ცენტრის შედეგიანი თამაში ბოლო მატჩებში და “ბაქსის” ძირითადი ცენტრის – ლარი სანდერსის ტრავმა. მილუოკელებმა “ბოსტონს” უმასპინძლეს და სეზონში 42-ე მარცხი განიცადეს – 86:102.
ზაზა ფაჩულიას გუნდი ბოლო მეოთხედამდე იბრძოდა დაგადამწყვეტი პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ბოსტონელებმა დარჩენილ დროში დიდებულად ითამაშეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა 32 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 8 მოხნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 8-დან 3 ორქულიანიდა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან საუკეთესო ბრენდონ ნაითი იყო, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ბოსტონელებში კი 29 ქულით ჯეფ გრინი გამოირჩა.
“მილუოკი” მომდევნო მატჩს “მილუოკი” 12 თებერვალს, შინ “ნიუ ორლეანთან” გამართავს.
GBF.GE