ფიბა-ევროპას ვებ-გვერდი სანიკიძის შესახებ წერს
გასულ კვირაში ქართველების წინამძღოლობით “სარაგოსა” ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. სარაგოსელები რომ თასის გათამაშებაში მოხვდნენ, ესეც ქართველების დამსახურება იყო, რომელთა შედეგიანი თამაშით არაგონული გუნდი პრიმერადივიზიონის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი შეგროვდა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. “სარაგოსამ” პირველ რაუნდში მასპინძელთა გუნდი “უნიკახა” დაამარცხა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ფიბა-ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც “სარაგოსას” ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ სანიკიძეზე სტატია გამოაქვეყნა. გთვაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული:
ქართული კავშირი სარაგოსაში
იტალიურ “სიენასა” და “ვირტუსში” გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, სანიკიძე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდი “სარაგოსას” ღირსებას წარმატებულად იცავს როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში, ისე ევროთასის გათამაშებაში.
სანიკიძე ესპანეთში 2006 წელს თამაშობდა, როცა ისტორიული გუნდის, მადრიდის “ესტუდიანტესის” ღირსებას იცავდა, თუმცა სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება მხოლოდ წლეულს, “სარაგოსაში” მიეცა.
“ეხლა სულ სხვა გამოცდილებით ვთამაშობ ესპანეთში. ნამდვილად არ მოველოდი , თუკი თასზე თამაში ემოციურად ასე დატვირთული იქნებოდა. იტალიაში თასზე თამაშზე ასეთი მუხტი არ ჰქონია” – ამბობს სანიკიძე – ძალიან გახარებული ვარ, რომ მომიწია ესპანეთის სამეფო თასზე თამაში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნახევარფინალში გავედით, რასაც არავინ არ ელოდა”.
“სარაგოსამ” მეოთხედფინალში 79:74 დაამარცხა თასის გათამაშების მასპინძელი “უნიკახა”. ამ მატჩში სანიკიძემ 12 ქულადა 8 მოხსნა მიითვალა. სარაგოსელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ “რეალთან” დამარცხდნენ.
“რეალის წინააღმდეგ თამაში ჩენთვის ძალიან რთული გამოდგა – იხსენებს სანიკიძე – ესაა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით მადრიდელების წინააღმდეგ თამაში არ გამოგვივიდა”.
ათლეტური აღნაგობის ქართველი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაში, ასევე აქვს მოხნის, შორი და ახლო სროლების, დაფარებების და სწრაფი გარღვევების ალღო, აპრილში 28 წლის ხდება.
ამბობენ, რომ სანიკიძე ახლა კარიერის პიკშია, რაზეც მოთამაშე გვპასუხობს:
“არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მხოლოდ იმას ვცდილობ, გავიღო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა ჩვენმა გუნდმა სეზონში მაქსიმუმს მიაღწიოს. ვნახოთ, რამდენად კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. თუკი შედეგებს მივაღწევთ და ამაში ჩემი წვლილიც იქნება, მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებთ.
სანიკიძე არ იშურებს სანაქებო სიტყვებს “სარაგოსას” მეორე ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინზე, რომელიც მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე თამაშობს.
“ის შესნიშნავად თამაშობს და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მას ადრე არ უწევდა საკმარისი დროით თამაში, ახლა კი მოედანზე საშუალოდ 25 წუთს ატარებს და ესაა, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს”
gbf.ge