სტივ ნეშმა მატჩის დასრულება კვლავ ვერ შეძლო
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი სტივ ნეში, იძულებული გახდა, „იუტა ჯაზთან“ მატჩი დროზე ადრე დაესრულებინა, რისი მიზეზიც კვლავ მარცხენა ფეხთან დაკავშირებული პრობლემა აღმოჩნდა, რის შესახებაც ESPN Los Angeles-ი წერს.
აღნიშნული პრობლემა კანადელს გასული სეზონიდან აწუხებს. „ჩიკაგო ბულსთან“ წინა შეხვედრაში 40 წლის კალათბურთელმა თავისი მდგომარეობა კირკ ჰაინრიკთან შეჯახებით გაიუარესა. ვეტერანმა ვერც იმ თამაშის დასრულება მოახერხა.
„ჯაზთან“ შეხვედრაში სტივს მოედანზე დაბრუნება მეორე მეოთხედში სურდა, თუმცა კალიფორნიელთა სამწვრთნელო შტაბმა რისკის თავიდან ასაცილებლად მას დასვენების საშუალება მისცა.
აქვე გეტყვით, რომ სათამაშო დროის 17 წუთში ნეშის მონაგარმა 2 ქულა, 2 გადაცემა და 1 მოხსნა შეადგინა. რაც შეეხება მატჩის შედეგს, გამარჯვება „იუტა ჯაზის“ კალათბურთელებმა იზეიმეს, რომლებმაც ანგარიშით 79:96 იმარჯვეს.
ალექსანდრე მატევოსოვი