ობამა: „ლებრონ ჯეიმსის შედარება ნებისმიერ კალათბურთელთან შეიძლება“
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას აზრით, „მაიამი ჰიტის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის შედარება მის საყვარელ კალათბურთელთან მაიკლ ჯორდანთან შიძლება.
„ლებრონს ყველანი ვიცნობთ. მე ამ ადამიანის გვერდით დგომის ბედნიერება მქონდა. მას ძალიან მაღალი ნახტომი აქვს, იგი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი კალათბურთელია.
ჯერ არ ვიცით, თუ რას მიაღწევს ლებრონი. მე ჩიკაგოში დავიბადე და მაიკლ ჯორდანი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ყოფნამ ქალაქში ჯადოსნური ატმოსფერი შექმნა. ჯორდანი ნამდვილი ჩემპიონი იყო.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯეიმსს მაღალ დონეზე თამაში კიდევ ათი წლის განმავლობაში შეუძლია. ამჟამად იგი 29 წლისაა. თუ თამაშის ასპექტს ავიღებთ, მაშინ მისი შედარება ნებისმიერ კალათბურთელთან შეიძლება“, – განაცხადა ობამამ ჩარლზ ბარკლისთან მიცემულ ინტერვიუში.
ალექსანდრე მატევოსოვი