ცინცაძის “დონეცკმა” “ხიმიკთან”მატჩი და ჩემპიონატში ლიდერობა დათმო
გიორგი ცინცაძის”დონეცკმა” უკრაინის ჩემპიონატში ლიდერობა დათმო. დონეცკელებმა უკრაინის ეროვნულ პირველობაზე მე-3 მატჩი უშუალო კონკურენტ იუჟნის “ხიმიკთან” წააგეს. ორივე გუნდს 2-2 მარცხი ჰქონდა, ასე რომ, გამარჯვებული ერთპიროვნულ ლიდერობას მოიპოვებდა. ეს გუნდი “ხიმიკი” გახდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე დონეცკელებს შანსი არ დაუტოვა – 97:76 იმარჯვა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველი ნახევრის ბოლოს გადაწყდა, როცა იუჟნელები 54:35 დაწინაურდნენ. ცინცაძის გუნდმა მეორე ტაიმში ვერაფერი მოახერხა და შეხვედრა 21 ქულის სხვაობით დათმო. ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 19,15 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო.
ცინცაძის გუნდი ცხრილში მე-2 ადილზე დაქვეითდა. მორიგ მატჩს დონეცკელები 28 თებერვალს, შინ “ბუდიველნიკთან” გამართავენ.
GBF.GE