სანიკიძემ ევროთასზე ასპარეზობა 25-ქულიანი მატჩით დაასრულა
ვიტორ სანიკიძემ ესპანურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩატარა. “სარაგოსას” ქართველმა ცენტრმა ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, რომელშიც მის გუნდს თურქული “ბეშითაშის” 7 ქულით ძლევა სჭირდებოდა, 25 ქულა, 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა, თუმცა სარაგოსელები მაინც დამარცხდნენ – 77:79.
არადა, ქართველების გუნდს პლეი ოფში გასასვლელად თურქული გუნდის მინიმუმ 7 ქულით დამარცხება სჭირდებოდა. სარაგოსელებმა თამაში უხეიროდ დაიწყეს და პირველი მეოთხედის ბოლოს 12 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს, რაც უპირველესად ვიქტორ სანიკიძის დამსახურება გახლდათ. მეორე მეოთხედი ესპანურმა გუნდმა 32:15 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით დაწინაურდა.
თურული გუნდი წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა ძალები მოიკრიბა და მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩაატარა. საბოლოოდ თამაში გათანაბრდა და “ბეშიქთაშმა” ბოლო წამებზე მოგების მოპოვება მოახერხა.
სანიკიძემ 31,22 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი შერმადინმა, რომელმაც წინა მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანზე 19,46 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სარაგოსელებმა ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპი 2 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულეს და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავეს. მომდევნო ეტაპზე კი “ლიტუვოს რიტასი” და “ბეშიქთაში” გავიდნენ. ამით სანიკიძე-შერმადინის გუნდმა ევროთასზე ასპარეზობა დაასრულა.
GBF.GE