ფაჩულია “ვაშინგტონთან”: 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი მატჩი დღეს, გამთენიისას გამართა და სეზონში რიგით 50-ე მარცხი იწვნია. მილუოკელებმა “ვაშინგტონ ბულეტსს” უმასპინძლეს და როგორც უმეტესად მოსვლიათ, ბრძოლაში დამარცხდნენ – 107:114.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საკმაო ხნითაც იმყოფებოდა: 29:25 წუთში ფაჩულიამ 7 მცდელობიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასოაც 2-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. სხვა მაჩვენებლებს რაც შეეხება, ზაზამ 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
“ვაშინგტონის” სასტარტოში ცენტრის პოზიციაზე ითამაშა პოლონელმა მარცინ გორტატმა, რომელსაც ზაზა სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე უმეტესწილად ჩაგრავს ხოლმე. ამ მატჩში ცენტრებს შორის დახლობით ტოლძალოვანი შერკინება გაიმართა – გორტატმა შეხვედრა 11 ქულით, 6 მოხსნით და 2 დაფარებით დაასრულა, მოედანზე კი ზაზაზე 2-ით მეტი, 31 წუთი გაატარა.
მილუოკელებს რეგულრული ჩემპიონატის ბოლომდე 19 მატჩი დარჩათ, რის შემდეგაც მოწინავე 16 გუნდი ბრძოლას პლეი ოფიდან განაგრძობს, “მილუოკი” და სხვა აუტსაიდერები კი მომავალი სეზონისთვის მოემზადებიან. მორიგი მატჩი ზაზას გუნდს 11 მარტს, შინ “ორლანდოსთან” ელის.
gbf.ge