სერბი გულშემატკივარი მოსკოვში ველოსიპედით ჩავიდა
ერთ-ერთი სერბი გულშემატკივარი მშობლიური ქვეყნიდან ცსკა-სა და ბელგრადის „პარტიზანს“ შორის ევროლიგის მატჩის სანახავად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ველოსიპედით ჩავიდა, რის შესახებაც ევროსპორტი წერს. დრაგან შიბალიჩმა 2400 კილომეტრი გაიარა და „შერემენტევოს“ აეროპორტში საყვარელ გუნდსაც კი დახვდა.
„პარტიზანის“ საუკეთესო მოთამაშეებმა ტრავმები მიიღეს, ხოლო კლუბის ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგია. ასეთ რთულ პერიოდში, მსურს, გუნდს მორალურად გვერდში დავუდგე. მინდა აღვნიშნო, რომ არა ბელგრადიდან,ა რამედ სარაევოდან ჩამოვედი. გზაზე 15 დღე დავხარჯე. უკან დაბრუნებისას ჯამში 7000 კილომეტს დავხარჯავ, რადგან მატჩის შემდეგ სამშობლოში კრასნოდარის, ვლადიკავკაზისა და სტამბულის გავლით დავბრუნდები“, – განუცხადა გულშემატკივარდა ევროსპორტის კორესპონდენტს.
ალექსანდრე მატევოსოვი