მეტრეველმა “კიეტის” 11 ქულა ჩაუგდო
ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგმოედანს დაუბრუნდა ნიკა მეტრეველი, რომელიც იტალიურ “როზეტოში” ასპარეზობს. ეს გუნდი იტალიის ლეგადუეს ვერცხლის ლიგაში თამაშობს. განვმატრავთ, რომ უმაღლესი ლიგის – სერია “ა”-ს შემდეგ ლეგადუე მოდის, რომელიც თავის მხრივ 3 – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ქველიგებად არის დაყოფილი.
“როზეტო” ლეგადუეს ვერცხლის ლიგაში საშუალო გუნდის სტატუსით სარგებლობს. გასულ ტურში, 16 მარტს, როზეტოელოელები სტუმრად ცხრილში მეზობლად მყოფ “კირტის” შეხვდნენ და 73:80 დამარცხდნენ.
სტუმრად ჩტარებულ მატჩში მეტრეველმა 19 წუთი ითამაშა და 11 ქულასთნ ერთად 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. როზეტოელთგან 22 ქულით საუკეთესო ჩარლზ ლეგიონი გახდა, მაგრამ გუნდი კიეტოში მაინც დამარცხდა.
12 მოგებით და 11 მარცხით “როზეტო” 15-გუნდიან ვერცხლის ლიგაშ მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 23 მარტს , “როზეტო” “აგრიჯენტოს” უმასპინძლებს.
gbf.ge