“ჩიკაგომ” “ინდიანა” დაამარცხა – შენგელიამ 13 წამი ითამაშა
თორნიკე შენგელიას მოედანზე გასვლა იშვიათად უწევს. დღეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა ქართველი კალათბურთელი მოედანზე გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ 13 წამით. „ჩიკაგოს“ სერიოზული მეტოქე ჰყავდა – კონფერენციის ლიდერი „ინდიანა“, რომელიც 89:77დაამარცხა და ცხრილში მის წინ მყოფ „ტორონტოს“ მოგებების რაოდენობით გადაუსწრო.
ინდიანელებმა პირველი მეოთხედი 19:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის მინიმალურ, ერთქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ. ჩიკაგოელებმა მესამე და მეთხე პერიოდები მეტოქეზე უკეთესად ითამაშეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ჩიკაგოელებს 23 ქულით ტაჯ გიბსონმა ულიდერა, 18 ქულა მოაგროვა კირკ ჰაინრიხმა, მაიკ დანლივის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. შენგელიას რაც შეეხება, ქართველმა ფორვარდმა 13 წამში ვერაფრის მოხვეჭა ვერ მოასწრო, ისევე როგორც მასთან ერთად მოედანზე შესულმა ერიკ მერფიმ.
40 მოგებითა და 31 მოგებით „ჩიკაგო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და ოდნავ ჩამორჩება „ტორონტოს“, რომელსაც 39 მოგება და 30 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ჩიკაგოელები 28 მარტს, შინ “პორტლენდთან” გამართავენ.