ფაჩულიას ორმაგი დუბლი და სარეკორდო დაფარებები “დეტროიტთან” მარცხიან მატჩში
ზაზა ფაჩულიას მორიგი, სეზონის რიგით მე-4 ორმაგი დუბლი. „მილუოკის“ ქართველმა ცენტრმა „დეტროიტ პისტონსთან“ დაძაბულ მატჩში 12 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ზაზას სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიც ბლომად ჰქონდა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. მილუოკელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ 111:116 დამარცხდნენ.
პირველი პერიოდის 4 ქულით წაგების შემდეგ „მილუოკიმ“ მეორე მეოთხედი 31:18 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით გალიდერდა. მესამე 12-წუთეულის ბოლოს ფაჩულიას გუნდი ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს და მილუოკელები ჩამოიტოვეს. ბოლო წუთზე დეტროიტელი ჯოშ სმიტის სამქულიანმა „მილუოკის“ მოგების შანსი გადაუწურა.
სასტარტო ხუთეულის წევრმა ზაზა ფაჩულიამ 35 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად ზაზამ 13 მოხსნა, 6 პასი და სეზონში სარეკორდო 3 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. რომ არა რამონ სეშენსის 20 ქულა და 11 პასი, ქართველი ლეგიონერის შედეგი მილუოკელთაგან საუკეთესო იქნებოდა. რაც შეეხებათ დეტოიტელებს, საუკეთესო ანდრე დრამონდი გახდა, რომელმაც 28 ქულა-14 მოხსნით სეზონის 49-ე ორმაგი დუბლი მიითვალა.
14 მოგებითა და 60 წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და 2 მოგებით ჩამორჩება „ფილადელფიას“. შემდეგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 3 აპრილს ფლორიდაში, მოქმედ ჩემპიონ „მაიამისთან“ გამართავს.
gbf.ge