მარკოიშვილი ბომბარდირი, “გალათასარაი” – მეოთხედფინალისტი
მანუჩარ მარკოიშვილი გახდა ბომბარდირი იმ მატჩისა, რომელშიც სტამბოლის “გალათასარაიმ” ბელგრადის “პარტიზანი” დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.
სტამბოლში გამართულ შეხვედრაში “გალათასარაის” ხელს ნებისმიერი სხვაობით გამარჯვება აძლევდა, თუმცა მასპინძლებმა 64:55იმარჯვეს და კონკურენტი “ლოკომოტივი” ბურთების შეფარდებით ჩამოიტოვეს.
სათქმელია იმ საინტერესო დამთხვევაზე, რაც ხსენებულ გუნდებს შორის მოხდა. ტოპ-16-ის პირველ წრეში “გალათასარაიმ” “ლოკომოტივთან” შინ 62:63 წააგო, მეორეში კი სტუმრად 67:66 იმარჯვა. შესაბამისად, გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრები ფრედ დასრულდა და ყველაფერი ბურთების საერთო შეფარდებამ გადაწყვიტა, რომელიც უკეთესი მარკოიშვილის გუნდს აღმოაჩნდა და Fჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი ბოლო, მე-4 ადგილი ირგუნა.
ფლეი ოფის საგზურის მომტან მატჩში მარკოიშვილი ბომბარდირი გახდა. ქართველმა უკანახაზელმა სტამბოლური გუნდის სასტარტო ხუთეულში – 34:04 წუთი ითამაშა და შეხვედრა ყველაზე მეტი – 16 ქულით დაასრულა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად მარკოიშვილმა 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.
მარკოიშვილზე ნაკლები ქულა (13) ჰქონდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი მეტი აღმოაჩნდა გალათასარაელ ფურქან ალდემირს, რომელმაც 13 ქულა ისე მოიპოვა, თამაშიდან სროლა არ აუცელია (6/6) და პლუს 7 მოხსნა და 2 დაფარებაც მიითვალა.
პლეი ოფის სერიაში, სადაც გამარჯვება 3 მოგებამდეა და საიდანაც ოთხთა ფინალში გადადიან, “გალათასარაი” “ბარსელონას” შეხვდება. ამასობაში გაირკვა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსის” საპლეიოფო მეტოქე, რომელიც მადრიდის “რეალია”. სამეფო კლუბმა დღეს ლიტვაში, “ჟალგირისთან” წააგო და თავის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
პლეი ოფის სერიები 15 აპრილიდან დაიწყება.
gbf.ge