ცსკა-მ კვლავ მოიგო, „არმანი ჯინსმა“ რევანში აიღო
გუშინ, საღამოს, ევროლიგის ორი მეორე მეოთხედფინალური მატჩი შედგა.
მოსკოვში ცსკა-მ „პანაითინაიკოსი“ მიიღო და მეტოქე კვლავ უპრობლემოდ დაამარცხა. საუკეთესო „არმიელთა“ რიგებში უიმსი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა.
ცსკა – „პანაითინაიკოსი“ 77:51 (21:19, 18:6, 11:14, 27:12)
ცსკა: უიმსი (23 ქ.), მიცოვი (12), კრსტიჩი (10), ვორონცევიჩი (9), ხრიაპა (4 ქ. 11 მ. 7 პ. 4 დ.), ჯექსონი (4 ქ. 5 პ.)
„პანაითინაიკოსი“: უკიჩი (15), მავროკეფალიდისი (8), გისტი (6)
ანგარიში სერიაში: 2:0
პირველ მატჩში წაგების შემდეგ საკუთარ დარბაზში „არმანი ჯინსმა“ რევანშის აღება შეძლო და თელ-ავივის „მაკაბი“ 14 ქულით დაამარცხა.
„არმანი ჯინსი“ – „მაკაბი“ 91:77 (25:17, 22:17, 19:21, 25:22)
„არმანი ჯინსი“: ჯერელსი (17 ქ. 6 პ.), კანგური (13), მოსი (13), ლენგფორდი (12), უოლესი (10 ქ. 6 მ.), სამუელსი (10), ჰეკტი (9 ქ. 9 პ.), ლავალი (2 ქ. 6 მ. 3 ბ.)
„მაკაბი“: ტაიუსი (16), ბლიუ (12 ქ. 4 დ.), რაისი (10 ქ. 4 პ.), ჰიკმენი (9 ქ. 4 პ.), ლანდესბერგი (8 ქ.), სმიტი (5 ქ. 6 პ.)
ანგარიში სერიაში: 1:1