ინტერვიუ ნიკა რამიშვილთან

თარიღი: მაისი 13, 2014

სუპერლიგაში ცოტანი არიან ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც თავიანთი გუნდის ძირითად ხუთეულში თამაშობენ. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ნიკა რამიშვილია (მეტსახელად „პიტკინა“), რომელიც ნახევარფინალში გასული “ბათუმის” ძირითადშია და იმის ფონზე, რომ გუნდში 5 ლეგიონერია, საკმაო შედეგიანობით გამოირჩევა. რამიშვილი 20-წლამდელთა ნაკრების წევრია, ხოლო როცა 13 წლის იყო, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში 100-ქულიან ზღვარს გადააჭარბა.

 

–         როგორ შეაფასებდი სუპერლიგის 2013-2014 წ,ლების სეზონს?

ჩემი აზრით, წლევანდელი სეზონი შედარებით სუსტი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ გუნდს ლეგიონრები არ ჰყავს. თანაც, მხოლოდ 9 გუნდი მონაწილეობდა ჩემპიონატში. შარშან 11 გუნდი ასპარეზობდა და მეტი თამაში გვქონდა, ეს გამოცდილების და პრაქტიკისთვისაც უკეთესი იყო და მაყურებლებისთვისაც გაცილებით საინტერესო იყო ლეგიონრებით გაძლიერებული გუნდების შეხვედრებზე სიარული. წელს რამდენიმე გამოკვეთილად სუსტი და პირიქით, რამდენიმე განსაკუთრებით ძლიერი გუნდი იყო. ფაქტობრივად, არ იყო რთული იმ გუნდების განსაზღვრა, რომლებიც პლეი ოფში გავიდოდნენ, 4-5 გუნდი თავიდანვე გამოირჩეოდა.

როგორი სეზონი იყო შენი გუნდისთვის? როგორ შეაფასებდი პლეი ოფში ბათუმის შანსებს?

მესამე წელია ბათუმში ვთამაშობ და ასეთი კარგი სეზონი გუნდს ჯერ არ ჰქონია. 5 ლეგიონერი დავიმატეთ, ნემანია მიშკოვიჩი რამდენიმე დღის წინ შემოგვიერთდა. ლეგიონრებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თამაშითაც შევეწყვეთ. გუნდი ძალიან გაძლიერდა და ნამდვილად შედეგიანი სეზონი გვაქვს. ნახევარფინალში გავედით და საუკეთესო ოთხეულში ვართ. დიდი სურვილი გვაქვს ფინალი ვითამაშოთ, თუმცა ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა ,,დინამოს’’ სახით.

–         რას იტყვი 20-წლამდელთა ნაკრების შანსებზე მომავალ ევროპის ჩემპიონატზე?

წელს ჩვენთვის 20-წლამდელთა ნაკრებში ბოლო წელია და ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსები გვაქვს. უკვე მე-5 წელია ეს ასაკი ერთად მოვდივართ, პირველად 16-წლამდელთა ნაკრებს გვქონდა წარმატების ყველაზე დიდი შანსი, მაშინ ნახევარფინალში გადასასვლელი თამაში წავაგეთ. ჩემი აზრით, წელს ყველაზე პერსპექტიული ნაკრები გვეყოლება, ბიჭები ერთმანეთთან შეთამაშებულები ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და იმედია, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. დიდი სურვილი გვაქვს ფინალიც ვითამაშოთ და ,,ა’’ დივიზიონში დავბრუნდეთ.

როდის და სად დაიწყე კალათბურთის თამაში?

კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში ბათუმში დავიწყე, პირველი მწვრთნელი ალეკო გოგოტიშვილი იყო. თავიდან სერიოზულად გაგრძელებაზე არ ვფიქრობდი, მშობლებმა სპორტზე იმიტომ მიმიყვანეს, რომ გარეთ დიდი დრო არ გამეტარებინა. თუმცა კალათბურთი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ნიჭიც მქონია და თამაში უკვე სერიოზულად გავაგრძელე.

–         როგორია სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრება?

დღეში 2-ჯერადი ვარჯიშები გვაქვს. დილით ტრენაჟორებზე მივდივარ, შუადღეს ვისვენებ და საღამოს ისევ ვვარჯიშობ. თუ სპორტი გიყვარს და გინდა ამ საქმეს ბოლომდე მიყვე, ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი – გართობა, კლუბები, ღამის ცხოვრება და ა.შ.  უნდა დაივიწყო. სწავლაზეც კი მომიწია თავის დანებება. სპორტსმენის რეჟიმი ძალიან განსხვავდება რიგითი ადამიანის ყოველდღიურობისგან, სხვანაირად არ გამოდის.

–         რომელი თამაში გახსენდება ყველაზე ემოციურად?

ყველაზე ემოციურად არა რომელიმე გამარჯვება, არამედ მარცხი მახსოვს. 16-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიასთან წავაგეთ და ნახევარფინალში ვერ გავედით, არადა ძალიან კარგი შანსები გვქონდა. ყველაზე ცუდად სწორედ ის თამაში მახსენდება.

–         რას გვეტყვი შენს სამომავლო გეგმებზე?

დიდი სურვილი მაქვს თამაში საზღვარგარეთ გავაგრძელო. გარკვეული შანსები და შემოთავაზებები არის. იმედია, ყველაფერი გამოვა და მოვახერხებ ჩემი მიზნების მიღწევას.

–         შენი აზრით, რა აკლია ეროვნულ ჩემპიონატს ყველაზე მეტად?

ჩემპიონატს ბევრი არაფერი აკლია, ვფიქრობ, ბევრი რამ გამოსწორებული და განვითარებულია, ლეგიონრებიც გვყავს, თუმცა უკეთესი იქნება, მათი ჩამოყვანის შესაძლებლობა ყველა გუნდს ჰქონდეს. ლეგიონრებისგან ბევრს სწავლობ, კონკურენციაც იზრდება. ჩემს პოზიციაზე გუნდში ძალიან ძლიერი მოთამაშე გვყავს, კანადის ნაკრების წევრია და მისგან ბევრი რამ შევიძინე, ერთხელ რომ მოგატყუებს, ცდილობ, მეორედ იგივე შეცდომა აღარ დაუშვა, იზრდები, ვითარდები. როცა ერთად ვვარჯიშობთ, ვცდილობ, გავუთანაბრდე და მისგან ბევრი რამ ავითვისო. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ეს განვითარების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

რას იტყვი სუპერლიგის ვებ-გვერდებზე?

სუპერლიგის საიტზე დღეში რამდენჯერმე შევდივარ, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ვებ-გვერდია, რაც არ უნდა გაინტერესებდეს, ყველაფერს ნახავ – სტატისტიკას, შედეგებს, ფოტოებს, სიახლეებს, კომენტარებს… არა მარტო სუპერლიგის, არამედ ასაკობრივი ლიგების საიტებსაც საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ.

–         რა რჩევებს მისცემ დამწყებ კალათბურთელებს?

მთავარია, ბევრი ივარჯიშონ. კალათბურთისთვის თავი უნდა გადადონ და მთელი დრო დარბაზში გაატარონ. შრომა აუცილებლად მოუტანთ წარმატებას.

superleague.ge

 



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა