New Era Basketball – ის კემპი საქართველოში
19-28 მაისს, თბილისში დიდი საკალთბურთო კემპი გაიმართება. სლოვენიიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს, რომლებიც ძირითადად ასაკობრივი ნაკრებების წევრები იქნებიან, 10 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ ვარჯიშებს.ეს არის კალათბურთის სპეციალისტთა გამოცდილი ჯგუფი, რომელიც საკალთბურთო კემპებს ბრენდული სახელწოდებით “New Era Basketball” სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ.
კემპი “დინამო” ბაზაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას 18-წლამდე და ზევით ასაკის ახალგაზრდებთან ერთად 15-17 წლამდე მოზარდებიც მიიღებენ.
აღნიშნული პროექტი ვლადიმერ ბოისას მხარდაჭერთ განხორციელდა.
უცხოელ მწვრთნელებთან ერთად კემპში მონაწილეობას ქართველი სპეციალისტებიც მიიღებენ.
უროს ნინიჩი(სლოვენიელი მწვრთნელი): საქართველოში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით ჩამოვედით და მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. ახალგაზრდა კალათბურთელებს 10 დღის განმავლობაში ვარჯიშებს ჩავუტარებთ და შევეცდებით დავეხმაროთ მათ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში. ისინი გაივლიან როგორც ძირითად პრაქტიკულ ვარჯიშებს, რაც კალათბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ასევე ფიზიკურ მომზადებას და თეორიულ მეცადინეობებს.
გიორგი ნიკოლაძე (შსს-აკადემია): მოხარულები ვართ ამ შესანიშნავი პროექტის წამოწყებით. დიდი მადლობა ვლადიმერ ბოისას. საკმაოდ საინტერესო უდნა გამოვიდეს. ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ და ცოდნასაც გავიღრმავებთ. იმედია ასეთი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად გაიმართება.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები