დუდუ დადიანის მეგობრების მატჩს დამატებითი დრო არ დასჭირდა

თარიღი: მაისი 20, 2014

74:74 – გაიმარჯვა მეგობრობამ. უფრო ზუსტად, გაიმარჯვეს დუდუ დადიანის მეგობრებმა. მატჩი, რომელსაც არ დასჭირდა დამატებითი დრო, რადგან არც ერთ და არც მეორე გუნდს ერთმანეთში გასაყოფი არაფერი ჰქონდათ.

ყველასთვის საყვარელი კალათბურთელის, ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ვითას” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, 2002 წელს ტრაგიკულად დაღუპული დუდუ დადიანის 45 წლის იუბილე მისმა მეგობრებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.

სპორტკომპლექს “არენაში” თავი მოიყარა არაერთი თაობის კალათბურთელმა – დაწყებული ნოდარ ქორქიათი, დასრულებული კოტე ტუღუშით. ამ ორ ვეტერან კალათბურთელს შორის არის თაობა, რომლის წარმომადგენელიც გახლდათ დუდუ დადიანი და დღევანდელი მატჩის მონაწილეთა უმრავლესობაც სწორედ ამ თაობას მიეკუთვნებოდნენ.

მოთამაშეები პირობითად იყვნენ გაყოფილნი. ყველას ერთნაირი დიზაინის, 13-ნომრიანი მაისური ეცვა წარწერით – “დუდუ”.  გუნდს, რომელიც ლურჯი მაისურებით ასპარეზობდა და რომელსაც ზურა ტომარაძე უძღვებოდა, შეადგენდნენ: ნორად ქორქია, ზაზა ღონღაძე, კოტე ტუღუში, პაატა გურასპაული, გია ბერუაშვილი, ამროსი ორმოცაძე, მამუკა ტურაშვილი, ალეკო პეტრიაშვილი, დავით ღლონტი, დათო ჩიხლაძე და ზურა დარახველიძე.

სერგო იშხნელი თეთრმაისურიანთა გუნდს ხელმძღვანელობდა შემდეგი შემადგენლობით: არჩილ ჟღენტი,ზაზა ცაგარეიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ბაჩო სხიერელი, რევაზ ჩხეიძე, გია სანაძე, ლევან წულაია და რამაზ გოგობერიშვილი.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, სახალისო გამოვიდა. ვეტერანმა კალათბურთელებმა ძველი დრო გაიხსენეს და ერთმანეთთან ლაღი თამაშით გული იჯერეს. გია სანაძემ, არჩილ ჟღენტმა, ზაზა ღონღაძემ, პაატა გურასპაულმა და მამუკა ტურაშვილმა სამქულიანების სროლით ძველი დრო გაიხსენეს. შედეგიანად არტყავდნენ მიზანში ჟღენტი, ღონღაძე, სანაძე – ტანმაღალი მოთამაშეები კი ფარქვეშ აქტიურობდნენ, რომელთა შორისაც ვახტანგ ნაცვლიშვილი გამოირჩა და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. ვატომ ერთი ისეთი ბურთი ჩააგდო, შესაძლოა, 5 სეზონი გაილიოს და ვერავინ მოახერხოს ისეთ მოუხერხებელი სიტუაციიდან ბურთის კალათში მოთავსება.

მატჩს ესწრებოდნენ დუდუს მშობლები, ძმა, ძმიშსვილები, ოჯახის წევრები, ნათესავები, თანაგუნდელებიი, მეგობრები, უბრალოდ ახლობელი ადამიანები. მატჩის მსვლელობის პარალელურად, მოედნის ერთ მხარეს, მთელს კედელზე გადიოდა დუდუ დადიანის სპორტული კარიერის, მისი სიყრმის და ახალგაზრდობის ამსახველი კადრები. მატჩის დაწყებამდე დუდუ დადიანი გაიხსენეს დამსახურებულმა სპორტულმა კომენტატორმა  ჯამლეტ ხუხაშვილმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა – ნოდარ ქორიამ, პაატა გურასპაულმა და ზვიად კოტრიკაძემ.

დუდუ დადიანი დღეს 45 წლის გახდებოდა. 12 წელია, რაც იგი თავის ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, მთლიანად საქართველოს მოაკლდა, მაგრამ გულშემატკივრებს არ აკლდებათ დუდუს ხსოვნა – რასაც მისი მემორიალური ტურნირები, დღევანდელის მსგავსი მატჩები და ზოგადად, ხალხის სიყვარული აძლიერებს.

პაატა გურასპაული: ფანტასტიური თამაში გამოვიდა. თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გავიხსენით, გავხურდით და გავიხსენეთ ახალგაზრდობა. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ფრედ დასრულდა და ვფიქრობ, რომ ვეტერანების ასეთი თამაშები ახალისებს როგორც მაყურებელს, ასევე ჩვენც გვაძლევს სტიმულს. ძალიან კარგი იქნება, თუ ვინმეს იუბილის აღსანიშნავად იმავეს გავაკეთებთ. ვფქირობ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმაც, მსაჯებმაც და ჩვენც უდიდესი სიამოვნება მივიღეთ.

 

 

არჩილ ჟღენტი: რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხარო და თან სასიამოვნოა დუდუს გახსენება.  კარგია, რომ დღეს ამის საშუალება მოგვეცა. მადლობა დუდუს, მადლობა ფედერაციას, ერთმანეთს მოვეფერეთ, ვითამაშეთ, ვისიამოვნეთ და ვფიქრობ, შესანიშნავი საღამო გამოვიდა.  

 

19 მაისი, სპორტკომპლექსი “არენა”

დუდუ (თეთრები) 74:74 დუდუ (ლურჯები)

25:14, 12:20, 22:21, 15:19

დუდუ (თეთრები): არჩილ ჟღენტი (20), ზაზა ცაგარეიშვილი (4), მიხეილ ბერუაშვილი (10), ვახტანგ ნაცვლიშვილი (22), ბაჩო სხიერელი, რევაზ ჩხეიძე (8), გია სანაძე (8), ლევან წულაია და რამაზ გოგობერიშვილი (2).

მწვრთნელი: სერგო იშხნელი

დუდუ (ლურჯები): ნორად ქორქია, ზაზა ღონღაძე (21), კოტე ტუღუში (6), პაატა გურასპაული (11), გია ბერუაშვილი (4), ამროსი ორმოცაძე (7), მამუკა ტურაშვილი (5), ალეკო პეტრიაშვილი, დავით ღლონტი (18), დათო ჩიხლაძე (2), ზურა დარახველიძე.

მწვრთნელი: ზურა ტომარაძე

მსაჯები: როლანდ ხომერიკი, როლანდ გელოვანი, ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე

gbf.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა