2002-წლიანთა საქართველოს ფესტივალის მეორე ტურის მატჩებს აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის დახმარებით მიმდინარე მინიკალათბურთის ფესტივალი ძალას იკრეფს. გუშინ სპორტის სასახლეში დაწყებული ტურნირი დღს კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაგრძელდა, სადაც ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართა.
ფესტივალი იმ მემორანდუმის საფუძველზე იმართება, რომელიც „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდა. შეჯიბრებაში საქართველოს 8 რეგიონისა და ერთიც სომხეთის გუნდი მონაწილეობს. მთლიანობაში 21 გუნდი 4 ქვეჯგუფშია გადანაწილებული და მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძვის.
ჯგუფების საუკეთესო 2-2 გუნდი, პლუს საუკეთესო 2 მესამეადგილოსანი ჯგუფიდან გავლენ და მეოთხედფინალში დაწყვილდებიან. ჯგუფური ეტაპი 6 ივნისს მთავრდება. გაგაცნობთ გუშინ და დღს გამართული მატჩების შედეგებს.
31 მაისი
ქუთაისი – ბოლნისი 76:4
სომხეთი – აჭარა 16:36
თსსუ – რუსთავი 1 15:47
ვარსკვლავები – გორი 25:50
ბასტიონი – აკადემია 2 28:63
სოხუმი – შსს ორბი 38:26
რუსთავი 2 – ზესტაფონი 32:35
ვესტა – დინამო 0:20 (ტექნიკური ანგარიში)
TBC – აკადემია 1 0:20 (ტექნიკური ანგარიში)
1 ივნისი
სომხეთი – მართვე 40:43
ზესტაფონი – ვესტა 35:43
გორი – ბასტიონი 31:34
აჭარა – აკადემია 1 48:28
ქუთაისი – თსსუ 51:11
ბოლნისი – ჰიუნდაი 7:70
დინამო – ოვერტაიმი 51:25
აკადემია 2 – შსს მართვე 37:31
ვარსკვლავები – სოხუმი 19:41
gbf.ge