მინისაკალათბურთო ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი სრულდება
დასასრულს უახლოვდება 2002 წელს დაბადებულთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. 2 ქვეჯგუფში – „ა“ და „გ“-ში უკვე დამთავრდა თამაშები და ის გუნდებიც გამოვლინდნენ, რომლებიც პლეი ოფში გავიდნენ.
ტურნირი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტურნირის სპონსორია „პრივატბანკი“, რომელმაც ფესტივალის ყველა მონაწილესთვის უფასოდ პლასტიკური ბარათი – „ჯუნიორ ქარდი“ დაამზადა და მრავალფეროვანი პრიზები დააწესა.
„ა“ ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა „ქუთაისმა“. 3 მოგებითა და 1 მარცხით პლეი ოფში გამსვლელი მეორე საგზური მოიგო „ჰიუნდაიმ“. „გ“ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო „დინამომ“, ხოლო მეორე ადგილი „ოვერტაიმმა“ დაიკავა.
„ბ“ ჯგუფში დარჩენილია 1 შეხვედრა, პირველი ადგილი კი აჭარის ნაკრებმა დაიკავა. მეორე ადგილისთვის „მართვე“ და TBC იბრძვიან, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან.
3 ივნისი
რუსთავი 2 – ოვერტაიმი 26:46
აკადემია 2 – ვარსკვლავები 52:28
ზესტაფონი – დინამო 30:83
ჰიუნდაი – ქუთაისი 15:27
აჭარა – TBC 33:21
აკადემია 1 – სომხეთი 30:36
4 ივნისი
აკადმია 1 – მართვე 27:39
დინამო – რუსთავი 2 58:26
ოვერტაიმი – ვესტა 45:21
ბოლნისი – რუსთავი 1 17:45
ჰიუნდაი – თსსუ 54:17
გორი – სოხუმი 46:51
შსს-ორბი – ბასტიონი 41:28
5 ივნისი
რუსთავი 1 – ჰიუნდაი 41:46
გორი – აკადემია 2 36:44
სოხუმი – ბასტიონი 41:30
ვარსკვლავები – შსს-ორბი 0:20 (ტექნიკური ანგარიში)
gbf.ge