18-წლამდელთა თბილისის “ბ” ლიგას “მართვე 3” დაუმარცხებლად ლიდერობს
დასასრულს უახლოვდება თბილისის 18-წლამდელთა „ბ“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ჯგუფში, რომელშიც 9 გუნდია თავმოყრილი, თამაშები 2 წრედ მიმდინარეობს. დარჩენილია რამდენიმე თამაში, რის შემდეგაც 4 საუკეთესო გუნდი გაირკვევა, რომლებიც პირველობისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ.
გათამაშებას დაუმარცხებლად, 13 მატჩიდან 13 გამარჯვებით ლიდერობს „მართვე 3“, რომელსაც დავით ბერიშვილი ხელმძღვანელობს. გასულ ტურში ამ გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 71:70 მოუგო ხათუნა გაბედავას გაწვრთნილ „მათვე 1“-ს და „ბ“ ლიგის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა.
მეორე ადგილზეა ნაირა შაკიაშვილის გაწვრთნილი „იმედი-მართვე“, რომელსაც სადღეისო მონაცემებით 14-დან 10 გამარჯვება აქვს. მესამეზე ირაკლი მაისურაძის გუნდი TBC-ია განთავსებული, თუმცა დაკარგული ქულებით ბანკის გუნდს „აკადემია“ და „ნიკეა 2“ უსწრებენ. სწორედ ამ სამ გუნდს შორის გაიმართება ბრძოლა პლეი ოფში გასასვლელი დარჩენილი 2 საგზურისთვის.
ტურნირის უახლოესი მატჩი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ხვალ, 13 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს “ნიკაე 2” და “მართვე 3” შეხვდებიან. რაც შეეხება მთლიან ტურს, მატჩები 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში მომავალი კვირის ნაცვლად გადატანილია მეორე დღეს, ორშაბათს. გადატანის მიზეზი თვითმმართველობის არჩვნებია, რომლის ერთ-ერთი უბანი სწორედ 53-ე სკოლაშია განთავსებული.
gbf.ge