2003-წლიანთა ფესტივლზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
2003 წელს დაბადებულთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი აკადემიის დარბაზში მიმდინარეობს. ტურნირის ორგანიზატორია „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
მართალია, ჯერ ჯგუფური ეტაპის მატჩები არ დასრულებულა, თუმცა ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. სანამ მათ ვინაობას გაგაცნობთ, აღვნიშნავთ, რომ 2 ჯგუფში განაწილებული 9 გუნდიდან 2-2 საუკეთესო გადის პლეი ოფში. დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართული მატჩების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ა“ ჯგუფიდან ნახევარფინალში „ჰიუნდაი“ და „ოვერტაიმი“ გავიდნენ, ხოლო „ბ“-დან პლეი ოფის საგზურები „დინამომ’ და „აკადემია 1“-მა მოიპოვეს.
ეს გუნდები ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან და ჯგუფებში I-II ადგილებს გაინაწილებენ.
14ივნისი
მართვე – აკადემია 3 45:16
აქსე – აკადემია 1 13:48
15 ივნისი
დინამო – მართვე 40:24
აკადემია 3 – აქსე 33:27
16 ივნისი
აკადემია 3 – დინამო 23:50
აკადემია 1 – მართვე 39:24
მთიები – ოვერტაიმი 3:50
ჰიუნდაი – აკადემია 2 20:15
gbf.ge