2003-წლიანთა ფესტივალის ფინალში “აკადემია” და “ოვერტაიმი” შეერკინებიან
2003 წელს დაბადებულთა შორის თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება. ფინალისტები დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამოვლინდნენ – ნახევარფინალში „აკადემიამ“ „ჰიუნდაის“ 42:20 მოუგო, ხოლო „ოვერტაიმმა“ „დინამო“ 36:29 დაამარცხა.
ტურნირის ორგანიზატორია „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი. გენერალურ სპონსორ „პრივატბანკს“ მონაწილეთათვის დაწესებული აქვს მრავალი ჯილდო. ტურნირზე ასევე დაწესებულია მრავალი პრიზი. თითოეული გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეები „პალიტრა L“-ისგან საბავშვო ლიტერატურით დაჯილდოვდებიან.
ხვალ, აკადემიის დარბაზში, 14:00 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩში „დინამოსა“ და „ჰიუნდაის“ შორს გაიმართება, ხოლო საჩემპიონო მატჩი 15:10 საათზე დაიწყება – „აკადემია“ „ოვერტაიმის“ წინააღმდეგ
gbf.ge