2003-წლიანთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალი აკადემიაში მიმდინარეობს
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალი მიმდინარეობს 2003 წელს დაბადებულებს შორის. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და კალათბურთის ეროვნული ფედერციის მიერ ორგანიზებულ ტუნრირზე უკვე 12 მატჩი გაიმართა და ის გუნდები გამოიკვეთნენ, რომლებიც ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ.
მთლიანობაში ფესტივალში 13 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 2 ოთხგუნდიანი და ერთიც ხუთგუნდიანი ჯგუფი. მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო გავა, რომელსაც დაემატება 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობენ „დინამო“, „ქუთაისი“, „რუსთავი“, „აკადემია 1“ და „ოვერტაიმი“. საპრიზო ადგილებიც სავარაუდოდ ამ გუნდებს შორის გათამაშდება. ამ ასაკში თბილისის ფესტივალის გამარჯვებული „აკადემიაა“, რომელმაც გასულ პარასკევს გამართულ ფინალში ბოლო წამებზე დაამარცხა „ოვერტაიმი“
21 ივნისი
მთიები – ოვერტაიმი 7:28
ჰიუნდაი – რუსთავი 13:52
22 ივნისი
აკადემია – ხაშური 56:13
ჰიუნდაი – მთიები 32:13
ბათუმი – აკადემია 2 17:28
ოზურგეთი – ოვერტაიმი 9:48
დინამო – აქსე 40:28
მართვე – ქუთაისი 31:40
23 ივნისი
მთიები – რუსთავი 4:66
ჰიუნდაი – ოზურგეთი 30:13
დინამო – ბათუმი 35:13
ქუთაისი – ხაშური 35:9
gbf.ge