სლოვენიაში საქართელოს ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება სლოვენიაში დაიწყო. ჩვენი ეროვნული გუნდი 23 ივლისიდან თბილისში, არასრული შემადგენლობით, ძირითადად ფიზიკურად, სერბი სპეციალისტის, ალექსანდრ ჩვოროვიჩის ხელმძღვანელობით ემზადებოდა.
საქართველოს ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში, ქვეყნის საუკეთესო სპორტულ კომპლექს „ტერმე ოლიმიაში“ დაბანაკდა, სადაც მზადების იდეალური პირობები აქვს. საქართველოს ნაკრებს შეუერთდნენ მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მისი ასისტენტი ჯეისონ სტაუდტი.
7 ივლისს ნაკრებს ზაზა ფაჩულია შეუერთდება, ხოლო თორნიკე შენგელია პოდჩეტრტეკში მოგვიანებით ჩავა. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს და გიორგი შერმადინს, მათ ტრავმები აწუხებთ და ინდივიდუალურად, მსუბუქად ემზადებიან.
ნაკრები პოდჩეტრტეკში 15 ივლისამდე დარჩება, რის შემდეგაც მაკედონიაში გაემგზავრება და ქალაქ ოჰრიდში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს რუმინეთის, ავსტრიისა და მაკედონიის ნაკრებებთან ერთად. ოჰრიდიდან ნაკრები პოდჩეტრტეკში დაბრუნდება და მზადებას განაგრძობს.
gbf.ge