საქართველოს 18-წლამდელთ ნაკრებმა უკრაინასთან მეორე მატჩი ბრძოლაში დათმო
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მეორე სპარინგ მატჩი გამართა და ამჯერად ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით – 73:78 დამარცხდა.
ეს გახლდათ მეორე ამხანაგური მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. პირველ შეხვედრაში, 5 ივლისს, არჩილ ჟღენტის გუნდმა 18 ქულის სხვაობით – 59:77 წააგო, მეორე დღეს კი ქართველებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს უკრაინელებს და ცოტაც რომ გამართლებოდათ, გაიმარჯვებდნენ.
ამით დასრულდა უკრაინელთა თბილისური შეკრება. საქართველოს ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრები 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს. არჩილ ჟღენტის გუნდი D ჯგულშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან.