18-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგური მატჩი დიდი სხვაობით დათმო
საწვრთნელ შეკრებაზე ლატვიაში მყოფმა საქართველოს 18–წლამდელთ ნაკრებმა პირველი სპარინგ–მატჩი გამართა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით – 51:109 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 24 ივლისს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობას დაიწყებს, მანამდე კი ლატვიაში, ფინეთსა და ბულგარეთში ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ქართველები ლატვიაში 17 ივლისამდე დარჩებიან და ადგილობრივი ლიგის ერთ–ერთ კლუბთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან ფინეთში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ 2 მატჩს გამართავს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ბულგარეთში გაემგზავრება და სანამ ოფიციალური ტურნირი დაიწყებოდეს, მასპინძლებთან 1 სპარინგ მატჩს ითამაშებს.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. რიგა. 12 ივლისი
ლატვია 109:51 საქართველო
31:11, 27:10, 28:14, 23:16
gbf.ge