ეროვნული ნაკრების მარცხი მაკედონიაში
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიური საერთაშორისო ტურნირი დაასრულა. ქალაქ ოჰრიდში გამართულ შეჯიბრში იგორ კოკოშკოვის გუნდმა 2 მოგება მოიპოვა და 1 წაგება განიცადა. პირველი ადგილისთვის მატჩში ქართველები მასპინძელ მაკედონიელებთან დამარცხდნენ. წაგება მწარე იყო – 55:85.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ქულის სხვაობით დათმო, რაც მასპინძელთა დიდ უპირატესობაზე მიანიშნებს. წინა მატჩისგან განსხვავებით, კოკოშკოვმა ამჯერად სათადარიოგოები მეტად დატვირთა. მთელი 25 წუთი ითამაშა და 11 ქულა მიითვლა ბესო ლეჟავამ. 10 წუთზე მეტ ხანს ითამაშეს მიხეილ ჭოჭუამ, მიხეილ ბერიშვილმა, გიორგი შარაბიძემ და ბექა წივწივაძემ, თუმცა ამ კვარტეტის ანგარიშზე მთლიანობაში მხოლოდ 2 ქულა მოდის, რომელიც შარაბიძემ მიითვალა.
ლეჟავასთან ერთად 10–ქულიანი ზღვარი დაძლიეს გიორგი ცინცაძემ (11) და ზაზა ფაჩულიამ (12 ქულა, 10 მოხსნა), 5–5 ქულა მიითვალეს ნიკა მეტრეველმა და ოთო ფხაკაძემ. მაკედონიელთაგან 21 ქულით ბომბარდირი ვოიდან სტოიანოვსკი გახდა.
ამით საქართველოს ნაკრებმა დაასრულა მაკედონიური ტურნირი და ხვალ სლოვენიაში დაბრუნდება. 23–25 ივლისს საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ამხანაგურ ტურნირზე ითამაშებს უკრაინასთან, კანადასთან და მასპინძელთა ნაკრებებთან ერთად.
ოჰრიდის საერთაშორისო ტურნირი. მაკედონია. 17 ივლისი
მაკედონია – საქართველო 85:55
18:14, 24:16, 24:15, 19:10
საქრთველო: ცინცაძე (23წ, 11ქ), ფაცაცია (13წ, 3ქ), სანიკიძე (23წ, 6ქ, 5მ,), მეტრეველი (24წ, 5ქ, 5მ), ფაჩულია 27წთ, 12ქ, 10მ); შარაბიძე (13წ, 2ქ), ლეჟავა (25წ, 11ქ), წივწივაძე (10წ), ბერიშვილი (12წ), ფხაკაძე (10წ, 5ქ), ჭოჭუა (13), ფარღალავა
სრული სტატისტიკა: http://www.fibalivestats.com/matches/8416/12/26/64/93YrMQ6qGBPLk/
gbf.ge